საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს  დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში:
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 25-დან 31 აგვისტოს ჩათვლით 17- საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: social@tsu.ge, საკონტაქტო პირები - ნათია მონიავა (ტელ: 558135989), ირინა ჭუმბურიძე(ტელ. 577482776) და მედეა უშარაული (ტელ: 599184304).

 


დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე 23-დან 31 აგვისტომდე, ელექტრონულ მისამართზე: phd.fsps@tsu.ge, საკონტაქტო პირი - თეა ქუსიკაშვილი (ტელ. 598009866).


მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ონლაინ კონსულტაციების დროს სამუშაო დღეებში, 24-30 აგვისტოს, 10:00-11:00 და 19:00-20:00 საათებში, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით:
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/9984762339
Meeting ID: 998 476 2339
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ონლაინ კონსულტაციების დროს სამუშაო დღეებში, 23 - 30 აგვისტოს, 19:00-20:00 სთ-ზე, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით: 
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/8265409850
Meeting ID: 826 540 9850 

 

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და განცხადების ფორმები იხილეთ ბმულზე


მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და განცხადების ფორმები იხილეთ ბმულზე


სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

შენიშვნა:
მეილის ე.წ.  subject-ში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის სახელი და გვარი. ასევე,  ყველა ბმული დოკუმენტი უნდა დასათაურდეს  ქართული შრიფტით. მაგ.  განცხადების დოკუმენტს დაერქვას ,,განცხადება“ და ა.შ.
საბუთების გამოგზავნის შემდგომ, მეილზე კონკურსანტს მოუვა  დასტური.

 

გისურვებთ წარმატებას!


 

თარიღი: 22/08/2021